ირანში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

დაკავებულებს - მოჰამად ქარამის და მოჰამად ჰოსეინის - ბრალად დემონსტრაციის დროს სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდათ.

ოფიციალური ინფორმაციით, ქარამიმ და ჰოსეინიმ თეირანის მახლობლად მდებარე ქალაქ კარაჯში მოკლეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დანაყოფის, „ბასიჯის“ წევრი რუჰოლა აჯამიანი.