ფინეთი უკრაინის თავდაცვის დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს, რაზეც გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული.
ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა მიკო სავოლამ Twitter-ზე დაწერა.
„ფინეთი მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენ ვამზადებთ დახმარების მე-12 პაკეტს. გადაწყვეტილებები მიიღება უახლოეს კვირებში", - ნათქვამია ფინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.
მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პაკეტი დაამტკიცა.