უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს მოქალაქეობა შეუჩერა.
მედიის ინფორმაციით, საუბარია 13 სასულიერო პირზე.
დადგენილებაში სასულიერო პირების ვინაობა არ სახელდება, რადგან პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.
განკარგულება გასული წლის 28 დეკემბრით თარიღდება.
საუბარია ტულჩინისა და ბრატსლავის მიტროპოლიტ იონაფანზე, რომელსაც SBU-მ ღალატში წაუყენა ბრალი.
არსებული ინფორმაციით, მას რუსული პასპორტი აქვს. ასევე, მოქალაქეობა შეუჩერდა ტულჩინის ეპარქიის ვიკარს, ეპისკოპოს სერჰი ლადიჟინს, რომელიც იონაფანთან დაახლოებული პირია.