უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის ჯარებმა დიდი ძალისხმევა მიმართეს დონეცკის ოლქის საზღვრებთან მისასვლელად. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. „აღმოსავლეთში რთული ვითარებაა. დონეცკის ოლქის ზოგიერთ რაიონში ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. ზოგიერთ რაიონში კი, მტერი მიიწევს წინ.
მისივე თქმით, რთული ვითარებაა ქალაქ სოლედარში.
7 იანვარს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობებით, ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა.
დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარში რუსეთის ბოლო შეტევა ეწინააღმდეგება რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, რომ რუსეთმა აიღო სოლედარი, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო შეფასებაში. ISW-ს შეფასებით, რუსული ჯარები შორს არიან ბახმუტის ალყაში მოქცევისგან.