Twitter-ზე ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება

Twitter-ზე ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება. ამის შესახებ სოციალური ქსელის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა.

„მოგვიანებით ამ კვარტალში დავამატებთ ფორმატირების მარტივ ფუნქციებს, როგორიცაა მუქი შრიფტი, ტექსტის ხაზგასმა და შრიფტის ზომა“, - წერს მასკი Twitter-ზე.