ჩეხეთის სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თაღლითობაში ბრალდებული ანდრეი ბაბიში გაამართლა.
პროკურატურა ითხოვდა პირობით პატიმრობასა და ჯარიმას ითხოვდა.
პროკურატურის ვერსიით, ბაბიშმა ევროკავშირის სუბსიდია პრაღის მახლობლად საკუთარი საკონფერენციო ცენტრის ასაშენებლად უკანონოდ გამოიყენა.
„უდანაშაულო! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სასამართლომ დაადასტურა ის, რაც თავიდანვე განვაცხადე. რომ უდანაშაულო ვარ და უკანონო არაფერი გამიკეთებია", - დაწერა ბაბიშმა Twitter-ზე.
ბაბისი პრეზიდენტობისთვის იბრძვის დამოუკიდებელ კონკურენტებთან, პეტრ პაველთან და დანუსე ნერუდოვასთან ერთად.
მოსალოდნელია, რომ ვერცერთი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს პირველ ტურში, რომელიც პარასკევს და შაბათს გაიმართება, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტური ორ საუკეთესო კანდიდატს შორის 27-28 იანვარს ჩატარდება.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბაბისი მეორე ტურში წააგებს.
უცხოური მედია წერს, რომ ბაბიშს „ჩეხ ტრამპსაც“ უწოდებენ, პოლიტიკაში ბიზნესიდან წასვლის გამო. მან 2011 წელს დააფუძნა პოპულისტური მოძრაობა ANO (ჩეხურად ნიშნავს - დიახ) აბრევიატურის განმარტება კი ასეთია: „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობა".
ბაბიში ევროკავშირის კრიტიკითაც გამოირჩევა. აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ამერიკისთვის იდეალური პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ნაცვლად ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი იქნებოდა. მისი კიდევ ერთი მეტსახელია - „ბაბისკონი“, რაც სილვიო ბერლუსკონისთან მის მსგავსებას უკავშირდება.
ოპონენტები ანდრეი ბაბიშს საბჭოთა უშიშროების (КГБ) აგენტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის ჩეხოსლოვაკიის უშიშროების კომიტეტის StB-ის ინფორმატორი და თანამშრომელი იყო. მის ბიზნეს-წარმატებებს კი, 1980-იან წლებში შეძენილ კავშირებს და მოგვიანებით გაჩენილ ნაცნობებს უკავშირებენ. კერძოდ, 2001 წლიდან ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის მესამე პრეზიდენტთან, მილოშ ზემანთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ. პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ბაბიში 2017 წელს, გადასახადების დამალვასთან და ევროკავშირის სუბსიდიების მითვისებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს. ბოლო ბრალდებები მის მიმართ „პანდორას დოკუმენტებიდან“ ცოტა ხნის წინ გაისმა.
ცნობისთვის, Forbes-ის 2012 წლის მონაცემებით, ბაბიშის ქონება $3.4 მილიარდს შეადგენს.
ის ფლობს დიდ ჩეხური კომპანია Agrofert-ს (აგროქიმიური კომპლექსი) რომელიც დაახლოებით 200-მდე ევროპულ ფირმას აერთიანებს. ასევე ფლობს მედიაჰოლდინგს Mafra Media Group-ი.