Microsoft-ი თავის საოფისე აპლიკაციებში (Office apps) ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გეგმავს. ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მომხმარებლებს შეეძლებათ, თავიანთ ტექსტებში ასევე ავტომატურად გენერირებული ტექსტების ფრაგმენტები მოთხოვნის საფუძველზე შეიტანონ. ინფორმაციას ამის შესახებ The Information-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
2019 წელს მაიკროსოფტმა OpenAI-ში თავისი პროდუქციის ახალი ტექნოლოგიის შესაქმნელად ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოახდინა.
2021 წელს კომპანიამ წარმოადგინა Copilot ინსტრუმენტი, რომელიც პროგრამისტებს ეხმარება, OpenAI-თან ერთად შექმნილი კოდი დაწერონ.