საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ხელშეკრულების პროექტი ქვეყნის დასავლეთით, იმერეთის რეგიონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.
ამის შესახებ დღეს მთავრობის პრესსამსახურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 24 თვეა გამოყოფილი.
ახალი ქარის ელექტროსადგური წელიწადში 181 მილიონ კვტ/სთ-მდე გამოიმუშავებს. ინვესტიციების მოცულობა 66 მილიონი დოლარი იქნება.