რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენები შესაძლოა, თურქეთში შეხვდნენ

რუსეთში ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ 12-14 იანვარს თურქეთში, უკრაინის ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცთან შეხვედრას გეგმავს. 

„ვადასტურებ, რომ ვგეგმავ ასეთ შეხვედრას. თურქეთის ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული დიდი ფორუმი გაიმართება თურქეთში. ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის შესაძლებლობა და სავარაუდო დღის წესრიგი", - განუცხადა ტატიანა მოსკალკოვამ ჟურნალისტებს.

ლუბინეცმა ასევე ადრე განაცხადა, რომ მოსკალკოვასთან შეხვედრა შესაძლოა, იანვარში შედგეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილი იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ორმხრივი დაბრუნების საკითხის განხილვა.