სანქციების გამო „ლუკოილმა“ იტალიაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაყიდა

რუსულმა ტრანსნაციონალურმა ენერგეტიკულმა კორპორაციამ „ლუკოილმა“, იტალიაში, თავისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა  დასავლურ კერძო ინვესტიციებისა და სავაჭრო კომპანიების კონსორციუმს მიჰყიდა.

აქტივის მყიდველი G.O.I. Energy Limited-ია, რომელიც ფონდ ARGUS New Energy Fund-ის ენერგეტიკული განყოფილებაა. G.O.I. Energy პარტნიორობაზე კომპანია Trafigura-ს შუთანხმდა, რომელიც მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილესი ტრეიდერია. 

რუსული კომპანია „ლუკოილი“ დასავლური აქტივების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მყიდველი იყო, მაგრამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს აქტივები პრობლემური გახდა.

„კერძოდ, დიდი პრობლემაა სანქციები, რომლებიც დაწესდა რუსულ კომპანიებსა და მეწარმეებზე. გლობალური სანქციების შედეგად გააყინეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივები, რაც რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარია, თუმცა „ლუკოილი“ არ იყო დასავლეთის სანქციების პირდაპირი სამიზნე, მისთვის სულ უფრო რთული ხდება უცხოური აქტივების გამოყენება“, - წერს მედია.