ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს (2014-2017), გენერალ ბენ ჰოჯესს აქვს მოლოდინი, რომ უკრიანა ყირიმს ზაფხულის ბოლოსთვის გაათავისუფლებს. მან ხაზი ომში გამოცდის მნიშვნელობას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ლოგისტიკის და აღნიშნა, რომ ვერასდროს წამოიდგენდა, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რუსეთ ასეთ სასოწარკვეთას გამოავლენდა.
„რუსეთის შეტევა უკრაინაზე 2014 წელს დაიწყო და არა გასულ თებერვალს. ის, რაც ახლა უკრაინაშ ხდება, გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებულ შტატებზე, კანადაზე, ყველა ქვეყანაში ევროპაში, მათ შორის საქართველოზე. ასევე - ჩინეთზე. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სცდება ამ ქვეყანას. ეს ეხება ევროპის სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ამერიკული კეთილდღეობა ევროპულზეა დამოკიდებული. თუ ევროპაში არ არის კეთილდღეობა, ეს გავლენას მოახდენს ყველაფერ დანარჩენზე“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.