ანალენა ბერბოკი უკრაინაში, სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი 10 იანვარს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია უკრაინის ქალაქ ხარკოვს.

ხარკოვი იყო ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად.

ბერბოკი გახდა პირველი გერმანელი ოფიციალური პირი, რომელიც ქალაქს 24 თებერვლის შემდეგ ეწვია.

„ეს ქალაქი სიმბოლოა რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟისა უკრაინაში“, - განაცხადა ბერბოკმა ვიზიტის დროს. მას თან ახლდა უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება.

ხარკოვი, სიდიდით მეორე ქალაქია უკრაინაში. ის რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 30 მილის დაშორებით მდებარეობს. ოლქი რუსეთის თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდა. Alerts.in.ua სერვისის მიხედვით, რომელიც თვალყურს ადევნებს უკრაინაში საჰაერო თავდასხმის სიგნალებს, ხარკოვის ოლქს 2022 წელს, ყველაზე მეტი, ჯამში 1558 გაფრთხილება ჰქონდა.