კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის გაზრდის ფონზე, რუსეთი საარტილერიო დაბომბვის ინტენსივობას ამცირებს - CNN

რუსეთმა ცოტა ხნის წინ, უკრაინაში საარტილერიო დაბომბვის ინტენსივობა ზოგ ადგილას 75%-ით შეამცირა. იტყობინება CNN, ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირებზე დაყრდნობით. CNN-ის წყაროს თანახმად, ოფიციალურ პირებს ჯერ არ აქვთ ერთსულოვანი აზრი ან მკაფიო ახსნა იმისა, თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილება. შესაძლო მიზეზებს შორისაა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები.

„ნებისმიერ შემთხვევაში, საარტილერიო ცეცხლის მკვეთრი კლება კიდევ ერთი მტკიცებულებაა რუსეთის მზარდი სუსტი პოზიციისა ბრძოლის ველზე“, - განუცხადეს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს.

რუსული საარტილერიო დაბომბვის ინტენსივობის შემცირება ხდება, კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის გაზრდის ფონზე ხდება.

6 იანვარს თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა უკრაინისთვის ყველაზე დიდი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. მისი ღირებულება 3 მილიარდს აღწევს.

„პაკეტშია დიდი ხნის ნანატრი ბრედლის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები, რომლებიც აღჭურვილია 500 TOW ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით და საბრძოლო მასალით.

პაკეტში ასევე შედის 100 M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, 138 HMMWV ტიპის მანქანა, თვითმავალი ჰაუბიცები და სხვა. ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებმა ასევე პირობა დადეს, რომ გააფართოებენ თავიანთ წვლილს უკრაინაში, რათა დაეხმარონ უკრაინას ომში გარღვევის მიღწევაში. გერმანიამ 6 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ს“, - წერს თავის მხრივ, უკრიანული მედია.