BMW-მ ელექტრო ავტომობილების გაყიდვები გააორმაგა

BMW-მ ელექტრო ავტომობილების გაყიდვები 2022 წელს გააორმაგა და მან 15,755 ერთეულს მიაღწია. თუმცა ავტომობილების მთლიანი გაყიდვები შარშან 4,8 პროცენტით დაეცა და 2,4 მილიონ ერთეულზე ნაკლები იყო, მიუხედავად მდიდრული ბრენდის Rolls-Royce-ის რეკორდული გაყიდვებისა.

BMW-ს ძირითადი ბრენდის გაყიდვები 5,1 პროცენტით დაეცა და 2,1 მილიონ ერთეულამდე შემცირდა.

გასულ წელს BMW-ს და MINI-ს მანქანების გაყიდვები ევროპის შიდა ბაზარზე 7,5 პროცენტით შემცირდა და 877 369 ერთეული შეადგინა. ამავდროულად, BMW-ს უდიდეს ბაზარზე ჩინეთში, 791,985 მანქანა გაიყიდა.