კანადა უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას შეიძენს, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სამშაბათს, მექსიკაში გამართულ სამიტზე.
შესაბამის ინფორმაცია ტრუდოს ოფისი ავრცელებს.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ მალე გამოაცხადებს.
რეზნიკოვმა სატელეფონო საუბარი კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ანიტა ანანდთან გამართა.
„დღეს მე მქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი ჩემს ახლო მეგობართან, კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ანიტა ანანდთან. განვიხილეთ ძალიან კარგი ახალი ამბავი კანადიდან, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს თავდაცვის შესაძლებლობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ოფიციალურ განცხადებას", - განაცხადა რეზნიკოვმა.