უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები, სტამბულში პირველად შეხვდნენ

თურქეთში, უკრაინასა და რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარებმა დიმიტრი ლუბინეცმა და ტატიანა მოსკალკოვამ შეხვედრა გამართეს. 

შესაბამისი ფოტო უკრაინის ომბუდსმენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მოლაპარაკება ადრე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში შედგა. გაიმართა შეხვედრა რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისართან ტატიანა მოსკალკოვასთან. განვიხილეთ ჰუმანიტარული პრობლემების ფართო სპექტრი და საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასთან“, - დაწერა ლუბინეცმა ტელეგრამის არხზე.

მოსკალკოვამ ასევე თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ უკრაინის ომბუდმენთან შეხვედრისას „ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე“ ისაუბრეს. 

შეგახსენებთ, რომ ეს უკრაინისა და რუსეთის ოფიცოალური პირების პირველი შეხვედრაა, 2022 წელს სტამბულის „მარცვლეულის შეთანხმების“ შემდეგ.