რუსეთმა ხარკოვი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაბომბა, იუწყება უკრაინა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე იერიში სამშაბათს გვიან ღამით მიიტანა“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მოულოდნელი ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
„დარჩით თავშესაფრებში, ისევ ბომბავენ ოკუპანტები!", - დაწერა ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე.
ხარკოვი, სიდიდით მეორე ქალაქია უკრაინაში. ის რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 30 მილის დაშორებით მდებარეობს. ოლქი რუსეთის თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდა. Alerts.in.ua სერვისის მიხედვით, რომელიც თვალყურს ადევნებს უკრაინაში საჰაერო თავდასხმის სიგნალებს, ხარკოვის ოლქს 2022 წელს, ყველაზე მეტი, ჯამში 1558 გაფრთხილება ჰქონდა.