თურქეთმა უკრაინას „კასეტური ბომბები“ გადასცა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Foreign Policy შეერთებული შტატების და ევროპის მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა ცივი ომის პერიოდში, თურქეთის მიერ აშშ-ის მონაწილეობით შემუშავებულ იარაღზე წერს, რომლის გამოყენება დღეს აკრძალული აქვს მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ამასთან, აღნიშნულია, რომ ამ ტიპის საბრძოლო მასალა შეიძლება, ძალიან ეფექტიანი იყოს რუსული ტანკებისა და ქვეითების წინააღმდეგ, მაგრამ ასევე შეუძლია, ზიანი მიაყენოს მშვიდობიანი მოსახლეობას. ეს იარაღი შექმნილია ტანკების განადგურების მიზნით.
წყაროების ცნობით, თურქეთმა პირველი პარტია უკრაინას 2022 წლის ნოემბერში გაეგზავნა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, იყენებს თუ არა უკრაინა ამ იარაღს ბრძოლის ველზე.
Foreign Policy-მ კომენტარებისთვის ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა მათი პასუხი არ მიუღია.