პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ალიანსის სამიტზე, რომელიც ამ ზაფხულს ვილნიუსში გაიმართება, NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოუთმენლად ელის.
ამის შესახებ მან ლვოვში პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერა „ღია კარის“რიტორიკით არ არის საკმარისი. კერძოდ, ეს არ არის საკმარისი ჩვენი სახელმწიფოს მოტივაციისთვის, უფრო კონკრეტულად კი არ არის საკმარისი ჩვენი ჯარისკაცების მოტივირებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მაგალითად მოიყვანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, როგორც კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის მოტივაციას იწვევს.
„ჩვენ გვჭირდება წინგადადგმული ნაბიჯები. გადაწყვეტილება იქნება ვილნიუსში. ჩვენ ძალიან მოუთმენლად ველით მძლავრ ნაბიჯებს. ჩვენ მოუთმენლად ველით უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ღია კარს. ასეთი რამ გვაძლევს მოტივაციას, როგორიცაა ევროკავშირის კანდიდარობის სტატუსი. რომ ეს ყველაფერი მართალია... ჩვენ არ ვიკვებებით დაპირებებით. წელს ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის გახსნა გვაძლევს ბრძოლის მოტივაციას. ისევე, როგორც ვილნიუსის სამიტზე გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება უკრაინის მოქალაქეების უმეტესობის აზრით, რუსული აგრესიის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო ვარიანტია.