თურქეთში, 2022 წელს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის 3 434 389 გარიგება დაიდო, ხოლო გადასახადების მოცულობამ 41 მილიარდ 555 მილიონ 953 ათას 953 თურქული ლირა შეადგინა.
მონაცემებს Anadolu თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანული განვითარებისა და კლიმატის სამინისტროს მიწის რეესტრისა და კადასტრის გენერალურ დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა სტამბულში - 416 717. მეორეა ანკარა - 214 0 53, შემდეგ იზმირი - 169 987, ანტალია - 131 838, ბურსა - 124 190, კონია - 105,3615, გაზიანთელი - 85 290, ბალიკსირი - 84 921 და ტეკირდაგი - 83 983 ტრანზაქცია.
უშუალოდ 2022 წლის დეკემბერში თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე 436 721 ტრანზაქცია დაიდო, ხოლო გადასახადების აკრეფის მოცულობამ 6 მილიარდ 411 მილიონ 106 ათას 486 თურქული ლირა შეადგინა.
193 402 ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქცია განხორციელდა ბინებზე, 71 019 მიწის ნაკვეთებზე, 116 687 ნათესებზე, 24 879 ოფისებსა და დანარჩენი სხვა უძრავ ქონებაზე.
2022 წლის ნოემბერში თურქეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის 292 493 ტრანზაქცია განხორციელდა. ამრიგად, დეკემბერში უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 49 პროცენტით გაიზარდა.