საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეჩერებისა და უკრაინისთვის საჭირო დახმარების საკითხები განვიხილე, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუმ Twitter-ზე დაწერა.
მისივე თქმით, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„ასევე გამოვხატე შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება“, - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.