უკრაინა და იტალია გეგმავენ ახალი ორმხრივი ენერგეტიკული პარტნიორობის დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პროცესში თანამედროვე პროექტების განხორციელებას.
ეს საკითხები განიხილეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოსა და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრ პიჩეტო ფრატინის ონლაინ შეხვედრის დროს, იუწყება Ukrinform-ი.
„განსაკუთრებით მადლობელი ვარ იტალიის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებისთვის, რომელიც 10 მილიონი ევროს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს, როდესაც რუსეთი არ წყვეტს თავის ბარბაროსულ ქმედებებს და სამ თვეზე მეტია, ბომბავს უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა გალუშჩენკომ.
თავის მხრივ, პიჩეტო ფრატინმა განაცხადა, რომ იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის ომის შემდგომი აღდგენისას.