კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მარტიდან დღემდე ყველა ტიპის საწვავზე ღირებულება ლარზე მეტით არის შემცირებული და მომავალში ფასის დაკლება კვლავ მოსალოდნელია.
„მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა დავიწყოთ. მოკვლევა დაწყებულია აგვისტოს თვეში ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ. თემა ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, რადგანაც ჩვენი მონიტორინგის პროცესში დავინახეთ, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში გაიაფებული იმპორტის ასახვა სათანადოდ არ ხდებოდა დროში ოპტიმალურ პერიოდში, ევროპიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობიდან კონკურენტ კომპანიებზე ხდებოდა დაახლოებით 75 ლარის ფარგლებში უფრო იაფად მიყიდვა, ვიდრე საკუთარ ქსელში ხდებოდა აღნიშნულის შეტანა.
ჩვენი მოკვლევა მიმდინარეობს, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას. თებერვლის თვეში ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ან შუალედურ გადაწყვეტილებას გავაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს“, – განაცხადა ლექვინაძემ.