ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი

12 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6837 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6867 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.003 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8882 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8871 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1429 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2674 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, ხვალიდან, 13 იანვრიდან შევა ძალაში.