საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით (160 გვტ.სთ-მდე სიმძლავრის) ბიოგაზის უდიდესი ქარხანა ამუშავდა.
ამის შესახებ კომპანია TotalEnergies-მა დღეს განაცხადა.
ქარხანა, BioBéarn-ი ქალაქ პაუს მახლობლად მდებარეობს, რომლის კვების წყაროც ორგანული ნარჩენებია, ძირითადად სიმინდი.
ეს არის მე-18 ბიოგაზის ქარხანა, რომელსაც TotalEnergies-ი ფლობს.
„2023 წელს ქარხანა 69 გიგავატ/სთ ენერგიას გამოიმუსავებს და წარმოების ზრდას განაგრძობს. რის შედეგადაც 220 ათასი ტონა ბიომასა გადამუშავდება 200 ათას ტონა ორგანულ ნარჩენად, რომელიც ბუნებრივი სასუქია და 160 გიგავატ/სთ ბიომეთანი იწარმოება. რაც 32 ათასი ადამიანის საშუალო წლიურ მოხმარებას უდრის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ქარხნის ამოქმედება საფრანგეთის სტრატეგიის ნაწილია, რათა გაზარდოს განახლებადი ენერგიის წყაროების წილი ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე, ასევე შეცვალოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის შედაგად შემცირებული მიწოდება.
TotalEnergies-ის ბიოგაზის პროექტების დირექტორის, ოლივიე გუერინის თქმით, ახალმა ქარხანამ კომპანიას საშუალება მისცა გაზარდოს ბიოგაზის წარმოება 700 გვტ.სთ-მდე.
2030 წლისთვის კომპანია გეგმავს 20 ტვტ/სთ წარმოებას.