სტამბოლის დასავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა

საინფორმაციო სააგენტო DHA იტყობინება, რომ სტამბოლის დასავლეთში ტექსტილის სახელოსნოში აფეთქება მოხდა.  არიან დაშავებულები. 

სააგენტოს ცნობით, აფეთქება ბაგჯილარის რაიონში მოხდა. ძლიერი აფეთქების შედეგად ნამსხვრევები ქუჩაში მიმოიფანტა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სამართალდამცველები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.