უკრაინის ხელისუფლება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ლოგისტიკის განვითარების მიზნით, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში მარცვლეულის ჰაბების შექმნას გეგმავს.
ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სენეგალი და ნიგერია.
ნიგერიული გაზეთი The Will-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა მიკოლა სოლსკიმ ნიგერიელ კოლეგასთან აბუჯაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
უკრაინელი მინისტრის თქმით, კიევმა უკვე მიაღწია შეთანხმებას სენეგალში მარცვლეულის ჰაბის შექმნაზე.
ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ნიგერიისთვის მაღალი ხარისხის მარცვლეულის მიწოდებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ფასებზე, - დარწმუნებულია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი.
„უკრაინის პრეზიდენტი მხარს უჭერს ამ იდეას და უკრაინა მოელის, რომ შექმნას ასეთი ჰაბები დასავლეთ აფრიკის ორ ან სამ პორტში", - დასძინა მინისტრმა.
მომავალ თვეში ნიგერია 25000 ტონა მარცვლეულს მიიღებს, - თქვა სოლსკიმ.