უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ აცხადებს, რომ ბახმუტსა და სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხედროები სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს, რაც საჭიროა მათ დასაცავად.

შტაბის წევრებმა განიხილეს პარტნიორებისგან შესული ტექნიკითა და იარაღით თავდაცვის ძალების გაძლიერების საკითხი.

„მქონდა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა. განვიხილეთ ფრონტის მთავარ მიმართულებებზე არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ბახმუტისა და სოლედარის ბრძოლებს დაეთმო. ხაზს ვუსვამ, რომ ქვედანაყოფები, რომლებიც ამ ქალაქებს იცავენ, სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს, რაც საჭიროა. საბოლოოდ, განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება აღჭურვილობითა და იარაღით, რომლებსაც პარტნიორებისგან ვიღებთ”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.