ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-ს სურს, თურქეთის ბაზარზე შევიდეს, ხოლო თურქეთის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა ელექტრომობილების გიგანტისგან, განაცხადა ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თურქული მედიის ცნობით.
მისი თქმით, კომპანია ამჟამად თავისი გავლენის გაფართოებას მთელ მსოფლიოში ცდილობს.
„თურქეთს აქვს ძალიან სერიოზული სტიმულირების სისტემა, განსაკუთრებით ინვესტიციების და კვლევისა და განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვამბობთ, მობრძანდით, ისარგებლეთ ამით და ჩადეთ ინვესტიცია“, - განაცხადა მინისტრმა.
ვარანკი, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ში იმყოფებოდა მსოფლიოში ყველაზე დიდ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე - CES 2023, ასევე ეწვია Tesla's Fremont Factory-ს, კალიფორნიის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოო ქარხანას და კომპანიის მიერ შემუშავებული მანქანებისა და წარმოების მოდელის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
ქარხანაში ვიზიტის დროს მან კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.