ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ტრანზიტს, რუსული Transneft-ის ნავთობსადენით იწყებს

ყაზახური ოპერატორი KazTransOil 2023 წლის პირველ კვარტალში გერმანიას 300 000 ტონა ნავთობს Transneft-ის ნავთობსადენების სისტემებით მიაწვდის. 

შესაბამისი ნებართვა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გასცა. ინფორმაციას „ყაზტრანსოილის“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომპანიამ აღნიშმა, რომ 300 ათასი ტონა ნავთობის მიწოდება დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან რუსეთის ტერიტორიით ნავთობის ტრანზიტის განრიგშია.

მნამდე გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს ნედლეულს ყაზახეთიდან „დრუჟბის“ ნავთობსადენით შემოიტანს. თავის მხრივ, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი აპირებს 2023 წელს გერმანიას 1,5 მილიონი ტონა მიაწოდოს, მომავალში კი მიწოდების მოცულობა შეიძლება 7 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

მედიის ცნობით, ყაზახეთს ჯამში შეუძლია გერმანიას არაუმეტეს 3-7 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდოს, ნაცვლად 19-20 მილიონისა, რომელსაც რუსეთი გერმანიას ყოველწლიურად აწვდიდა.