არჩევნების წინა დღეს თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნება.
ამის შესახებ თურქმა ჟურნალისტმა მურატ საბუნჯუმ განაცხადა, წერს European Truth.
მისი თქმით, მუზეუმი სტამბულში, ქასიმფაშას რაიონში გაიხსნება, სადაც თურქი ლიდერის ცხოვრების პირველი წლები გავიდა. გეგმის მიხედვით, მუზეუმის შენობას ექნება სელჩუკ-ოსმალეთის არქიტექტურის თავისებურებები, ექნება დიდი ბაღი და წყალთან ახლოს იქნება განთავსებული.
მუზეუმის ექსპოზიცია შედგება ფოტოებისა და ვიდეო ინსტალაციებისგან თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის ბიოგრაფიის კადრებით.
ასევე ვიზიტორებს აჩვენებენ ერდოღანის ოჯახის გენეალოგიურ ხეს და მოუყვებიან, რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს ერდოღანი თამაშობდა ფეხბურთს სტამბულის სხვადასხვა ახალგაზრდულ კლუბებში და რამდენიმე თვე ციხეშიც კი გაატარა.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 18 ივნისს გაიმართება.