უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები NATO-ს წევრები გახდნენ - დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი და გვესმის, როგორ გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ გავხდებით NATO-ს დე იურე წევრები.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა BBC-ს განუცხადა.
რეზნიკოვმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა დასავლეთისგან მიიღებს ტანკებს, მოიერიშე თვითმფრინავებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე შეცვლა დამოკიდებულება კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან მიმართებით.