ამერიკელმა ფარმაცევტმა აღიარა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განზრახ დააზიანა, რადგან ფიქრობდა, რომ ისინი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას და 250 000 დოლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 46 წლის სტივენ ბრანდენბურგს ბრალად ედებოდა კომპანია MODERNA-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 500-ზე მეტი დოზის შენახვის პირობების დარღვევა.
პოლიციის თქმით, ფარმაცევტის მიერ მიყენებული ზარალი "სავარაუდოდ 8000-დან 11000 აშშ დოლარამდე იყო."