რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო გაიყიდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა გარიგების თანხას არ ასახელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რუსთავის „აზოტი“ კომპანია Indorama Corporation-მა იყიდა, რომელიც ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიაა. კომპანიის აქციათა 100% მისმა მესაკუთრე კომპანიამ – სს „ე უ ინვესთმენთსმა“ გაყიდა.
სინგაპურის კომპანია მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტ საწარმოს ფლობს და 45 000 ათასზე მეტა დამიანს ასაქმებს.
კომპანია აზოტისა და ფოსფატის სასუქების; პლასტმასის; ტექსტილის; ბამბის; სპანდექსისა და პოლიესტერის წარმოება წარმოადგენს.
Indorama-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ინდოელი მილიარდერი შრი პრაკაშ ლოჰიაა, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ $7.8 მილიარდადაა შეფასებული.
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. მისი თქმით, კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით.
რუსთავის „აზოტი“ 1956 წელს გაიხსნა. კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, რუსთავის „აზოტი“ აწარმოებს მინერლურ სასუქებს, ამიაკს, ნატრიუმის ციანიდს, აზოტმჟავას, ამიაკის წყალსა და სხვა პროდუქტებს.
პროდუქცია, შიდა და მსოლიო ბაზრებზეც იყიდება.
2020 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 344 მილიონი ლარი იყო.