2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მილიარდ 43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 32.8%-ით მეტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი წლიურად 31.8%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ 593 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 13 მილიარდ 450 მილიონი დოლარი იყო, რაც 33.2%-იანი ზრდაა.
შესაბამისად, გასულ წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3%, ანუ 7 მილიარდ 857 მილიონი დოლარი შეადგინა.