უკრაინის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიამ უკრაინას $95 მილიონი გამოუყო.
თანხები გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) გადაეცემა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენას, მოქალაქეების სახლებში დაბრუნებისთვის საჭირო პირობების შექმნას და ოლქებში ეკონომიკის მხარდაჭერას მოხმარდება.
11 იანვარს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნორვეგიამ დეკემბერში უკრაინას 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 10 დროებითი ხიდი გაუგზავნა. დროებითი ნაგებობები უკრაინის გათავისუფლებულ ნაწილებში დამონტაჟდება, რათა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები და სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაადგილდნენ.