გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა კრისტინა ლამბრეხტმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ Bild-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს
ვარაუდობენ, რომ გადადგომის გადაწყვეტილება თავად ლამბრეხტმა მიიღო და არა კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ახლა განიხილება ზუსტად როდის გამოაცხადებს ლამბრეხტი შესახებ და ვინ იქნება მისი შემცვლელი.
როგორც ცნობილია, გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი ბუნდესვერის საწყობებში საბრძოლო მასალის, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების ნაკლებობის გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა.