„დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები", - ამის შესახებ თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა, მტავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სავაჭრო ცენტრებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ათ კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი, ასევე იმუშავებს გასახდელები და იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა.
„დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები.
კერძოდ, კარგი ამბავია ჩვენთვის ის, რომ ათ კვადრატულ მეტრზე იქნება ერთი მომხმარებლისთვის სავაჭრო ცენტრში, ისევე, როგორც ეს არის ჰიპერმარკეტებში. მეორე - იმუშავებს გასახდელები, იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისთვის.
სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, მაგრამ ორ კვირაში ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვეტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული. იგივე ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემას, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ჩვენ ასევე გვაქვს კონკრეტული დროებითი გადაწყვეტილებები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დავამუშავებთ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება.