უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 14 იანვარს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად, ყველაზე მეტად კიევისა და ხარკოვის ოლქები დაზარალდნენ.
მისივე თქით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება და მიწოდება რაც შეიძლება მალე აღდგეს.
ენერგეტიკის მინისტრის, ჰერმან ჰალუშენკოს თქმით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უკრაინის ექვს ოლქში დაზიანდა.
რუსეთმა აღიარა, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მის მთავარ მიზნებს შორისაა. ჟენევის კონვენციების თანახმად, სასიცოცხლო მნიშვნელობის საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული შეტევა სამხედრო დანაშაულია.