ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებაში დიდი ბრიტანეთის არაგონივრული ჩარევის საპასუხოდ, შაბათს შუადღისას ბრიტანეთის ელჩი თეირანში, საიმონ შერკლიფი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა დაიბარა. შესაბამის ინფორმაციას ირანის საგარეო უწყება ავრცელებს.
გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ „ჯაშუშის გაუმართლებელი და ბოროტი მხარდაჭერა ეწინააღმდეგება ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ძიებას“.
ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობა არ არის მიღებული და ბრიტანეთის ჩარევა და დესტრუქციული განცხადებები ამ საბაბით დაუსაბუთებელია.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს ქლევერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ირანის გენერალურ პროკურორს სანქციები დაუწესა. ეს ნაბიჯი ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალირეზა აკბარის სიკვდილით დასჯას მოჰყვა.