საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კეტრინ კოლონამ ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა. 

უწყების ცნობით, ირანელი დიპლომატი გააფრთხილეს, რომ ირანის მიერ საერთაშორისო სამართლის განმეორებითი დარღვევა არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს, განსაკუთრებით იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომლებსაც თეირანი თვითნებურად აკავებს.

ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალირეზა აკბარი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდების გამო, სიკვდილით დასაჯეს.