დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დნიპროში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა.
მისი ცნობით, ამ დროისათვის უკვე 10 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაშავებულია 64.
დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.
უკვე ცნობილია, რომ ერთი დაღუპული 15 წლის მოზარდია.
14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ძალებმა დნიპროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა.