სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ, დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას

მკაცრად ვგმობ, უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს.

"მტკიცედ ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ეს მიუღებელი ძალადობა ყველა საერთაშორისო ნორმას არღვევს. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროსა და მთელ უკრაინაში", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ძალებმა დნიპროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა.