ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა. სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა.
მათ შორის 10 უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ეკიპაჟის ოთხი წევრი.
ადგილზე სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ ნეპალის ჯარისკაცები. პოხარის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი მალევე დაიკარგა. თვითმფრინავი პოხარის ახალ და ძველ აეროპორტებს შორის ჩამოვარდა.
მაშველები დაღუპულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობენ.