2023 წელს კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსი შესაძლოა, $5 ათასიდან $25 ათასამდე მერყეობდეს, რაც აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სამსახურის პირობებსა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
გამოკითხულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინის კურსი წელს შესაძლოა, $5-დან $10-მდე დაეცეს. მათი აზრით, ეს მოხდება იმის გამო, რომ დღეს რეალური წინაპირობები ძირითადი კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდისთვის არ არსებობს.
უფრო მეტიც, თუ შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა მიიღებს ზომებს ეკონომიკის სტიმულირებისთვის წლის შუა პერიოდში, მაშინ ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, $23-25 ათასს მიაღწიოს.
ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იანვრის დასაწყისში ბიტკოინის კურსის ზრდა, დეკემბერში შეერთებულ შტატებში ინფლაციის შენელების გამო დაიწყო.
ექსპერტების შეფასებით, მიღებული მონაცემები იძლევა იმედის საფუძველს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა არ გაზრდის ძირითად განაკვეთს.
გარდა ამისა, ბიტკოინის ღირებულების ზრდას დაემატა დადებითი სიახლეები FTX-ის გაკოტრების სასამართლო საქმიდან.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ანგარიშებზე ნაპოვნი $5 მილიარდის გამო გაკოტრების ახალი ტალღის შესახებ უარყოფითი პროგნოზები შერბილდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის გაცვლითი კურსი შესაძლოა, კრიპტოპროექტების წინააღმდეგ მარეგულირებელი ორგანოების სარჩელების გამო შეიცვალოს.