15 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის მიწვევით სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჩავიდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსხურის ანგარიშში ნათქვამია, რომ აბუ დაბის საპრეზიდენტო აეროპორტში ალიევის პატივსაცემად საპატიო დაცვა მოაწყეს.
პრეზიდენტ ილჰამ ალიევს არაბეთის გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრი აბდულა ბინ სულთან ბინ ავად ალ-ნუაიმი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.