რუსმა ჯარისკაცმა, დღეს ბელგოროდის რაიონში, სამხედრო ნაწილში ყუმბარა ააფეთქა. არიან დაღუპულები.
წინასწარი მონაცემებით, ხელყუმბარის აფეთქებას სულ მცირე სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. ამის შესახებ ტელეგრამის არხები „112“ და „ბაზა“ იუწყებიან.
TASS-ი, გადაუდებელი დახმარების წყაროზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ საბრძოლო მასალის აფეთქება და ხანძარი მოხდა ბელგოროდის რეგიონში, ტონენკოეს ფერმაში მდებარე სოფლის კულტურის სახლში და დაშავდა 10 სამხედრო მოსამსახურე.
სააგენტო არ ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულების შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და ხანძარი.
მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.