„ვახტანგ კიკაბიძე - დიდებული ერის დიდებული ადამიანი" - ამ სიტყვებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას, Facebook-ზე ეხმაურება.
უკრაინის პრეზიდენტი Facebook-ზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მის ახლობლებს უსამძიმრებს.
„ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო. დიდებული ერის დიდებული ადამიანი. ლეგენდა, რომელსაც ყველა ვხედავდით. ხელოვანის ნათელი ხსოვნა და სამძიმარი მის ახლობლებს" - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.