პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა (SOCAR) და არაბეთის გაერთიანებული საამიროების Masdar-ს შორის აბუ დაბიში ქარისა და წყალბადის ოფშორული პროექტების ერთობლივი განვითარების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
2030 წლისთვის აზერბაიჯანში, განახლებადი ენერგიის წყაროების წილის გაზრდა 30%-მდე იგეგმება.
„ზემოაღნიშნული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, ასევე შეამცირებს სითბურის გაზების ემისიას აზერბაიჯანში, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებასა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“, - აცხადებენ სოკარში.
Masdar-ი, განახლებადი ენერგიის უმსხვილესი კომპანია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ამჟამად ახორციელებს აზერბაიჯანში 230 მეგავატი სიმძლავრის გარადაღის მზის ელექტროსადგურის პროექტს.
მოსალოდნელია, რომ ქარხანა ყოველწლიურად გამოიმუშავებს ნახევარ მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას და ატმოსფეროში ემიტირებული ნარჩენების რაოდენობას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით შეამცირებს.