მოსკოვთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ირანი სამი თვის განმავლობაში რუსულ სუ-35 გამანადგურებლებს მიიღებს.
ამის შესახებ ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ს ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრმა შაჰრიარ ჰეიდარმა განუცხადა.
მისი თქმით, თვითმფრინავები ირანში მომავალი წლის დასაწყისში ჩამოვა. [ირანში ახალი წელი 21 მარტს იწყება].
პარლამენტარმა დასძინა, რომ თეირანმა ასევე შეუკვეთა რუსეთს მრავალი სხვა სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარაკეტო სისტემები და ვერტმფრენები, რომელთა უმეტესობას უახლოეს მომავალში მიიღებენ.
მოსალოდნელია, რომ შეიარაღების ნაწილი ქალაქ ისპაჰანში ირანის საჰაერო ძალების ბაზაზე განთავსდეს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას ეკონომიკური, სავაჭრო, ენერგეტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
ასევე წაიკითხეთ: